1734003706
ლევან მაჭავარიანი კეზერაშვილის სახლიდან ამოღებულ ბრილიანტებზე: ჩვენი მოსახლეობისთვის რა თქმა უნდა სიურპრიზი არ არის და ეს არავის არ გაუკვირდება
დაახლოებით ერთი კვირის წინ სტრასბურგის სასამართლომაც დაადგინა მისი ბრალეულობა იმასთან დაკავშირებით, რომ მან სამწუხაროდ გაძარცვა ჩვენი ჯარი და ეს რა თქმა უნდა სიურპრიზი არ არის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა დავით კეზერაშვილის სახლიდან ამოღებულ მილიონობით დოლარის ღირებულების ბრილიანტებზე საუბრისას.
„ეს ახალი გარემოებებიც ის, რომ მას მილიონობით დოლარის ბრილიანტები უპოვეს ბინაში, ჩვენი მოსახლეობისთვის რა თქმა უნდა სიურპრიზი არ არის და ეს არავის არ გაუკვირდება. ისიც რომ ემთხვევა, ომის შემდეგ მოხდა მილიონობით სამკაულის შესყიდვა, ესეც არავის არ გაუკვირდება. თუ როგორი ქსელი აქვს მას გაშლილი მსოფლიოს მასშტაბით იმ ევროპელი პენსიონერების ძარცვასთან დაკავშირებით. იგი აგრძელებს მსგავსი ტიპის საქმიანობას და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ფულით შემდეგ იგი აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს, ტელევიზიებს და ენჯეო სექტორს, რაზეც თვითონ აქვს აღიარებითი ჩვენება მიცემული“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სახლიდან მილიონობით დოლარის ღირებულების ბრილიანტები ამოიღეს. ათეულობით ძვირადღირებული ბრილიანტიდან ერთ-ერთი კი კეზერაშვილს 2008 წლის ომის მიმდინარეობისას, 12 აგვისტოს აქვს შეძენილი.