„ეს ხდება თბილისში“ - შემთხვევით გადაღებული კადრები ვირუსულად გავრცელდა
1739360269
ერეკლე ღვინიანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც განმარტავს, რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოზიცია პირადი მიზეზების გამო დატოვა. მისი თქმით, ოპოზიციური მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან თანამდებობა იუსტიციის მინისტრთან უთანხმოების გამო დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთი ოპოზიციური მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს, თანამდებობა იუსტიციის მინისტრთან გარკვეულ საკითხებთან არსებული უთანხმოების გამო დავტოვე. გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზებიდან გამომდინარე და ნებისმიერი საუბარი სხვა მოტივაციაზე სრულიად უადგილოა და ემსახურება ცილისმწამებლურ მიზანს.
მრავალ წარმატებას ვუსურვებ ბატონ ანრი ოხანაშვილს იუსტიციის სამინისტროს გუნდთან ერთად ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმიანობაში. მინდა, მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს და ქართული ოცნების ხელისუფლების გუნდს წარმატებული თანამშრომლობისთვის რომლის შედეგადაც მრავალი სასიკეთო საქმის განხორციელება გახდა შესაძლებელი.
ვარ ქართული ოცნების გუნდის წევრი და დარწმუნებული ვარ, საქართველოს გამარჯვებისთვის ჩვენ კიდევ ბევრ ქმედით და წარმატებულ ნაბიჯს გადავდგამთ!“, - წერს ღვინიანიძე.