მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
ორი დღის წინ, ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის მხრიდან მოხდა ადამიანების უფლებების უხეში დარღვევა, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრმა, მარიკა არევაძემ ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, მიმდინარეობს ადამიანების დაშინება, ზეწოლა, სახლში მივარდნა, თუმცა არცერთი სამართალდამცველი დასჯილი არ არის.
„თავისუფალი, მშვიდობიანი აქციის მომიტინგეებიდან 400 ადამიანზე მეტი არის დაკავებული, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლებრივი წესით და აქედან უდიდეს უმრავლესობაზე განხორციელებულია ფიზიკური ძალადობა. ამ დროისთვისაც მიმდინარეობს ადამიანების დაშინება, ზეწოლა, დაბარებები, სახლში მივარდნები. არცერთი სამართალდამცველი, არცერთი დამნაშავე არ არის რეჟიმის მხრიდან გამოვლენილი. სამართალდამცავი ორგანოები არც კი ინტერესდებიან, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინონ, დაიცვან საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე ჯგუფთა ნაწილი იდენტიფიცირებულია და აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია მათ შესახებ, სამართალდამცავი უწყებები არ ახდენენ მათ გამოკითხვას, დაბარებას და ა.შ. ამ ყველაფრის ნაწილი გახდა სასამართლოც, რომელიც რეჟიმის მხრიდან მოქალაქეებზე ანგარიშსწორებას ახორციელებს“, - განაცხადა არევაძემ.
მისი განმარტებით, შექმნილია რეესტრი, სადაც მუშავდება ინფორმაცია, როგორც მოძალადეების, ასევე დაზარალებულების შესახებ.
„ვამზადებთ ანგარიშს, რომელიც უახლოეს დღეებში ჩვენს პარტნიორებს მიეწოდება. გარდა ამისა, სანამ პოლიტიკური კრიზისი დაიძლევა და ახალი არჩევნების ფარგლებში მოხდება ლეგიტიმური ხელისუფლების არჩევა და სახელმწიფო დაუბრუნდება კონსტიტუციური ხელისუფლების ჩარჩოებს, ჩვენი მხრიდან გამოყენებული იქნება ადამიანის უფლებების დაცვის ყველა საერთაშორისო მექანიზმი“, - განაცხადა არევაძემ.