ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1754673696
ნატოს სამი ბირთვული სახელმწიფოდან ორი - საფრანგეთი და ბრიტანეთი, ამ დროისთვის შეხვედრაზე მიწვეული არ არის, ვფიქრობ, ისინი იქ უნდა იყვნენ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა, ბენ უოლესმა, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შეფასებისას, LBC-ის ეთერში განაცხადა. უოლესის თქმით, ევროპას არ სურს, მოძალადეების წყვილმა ზელენსკი დაჩაგროს, ვინაიდან როგორც ტრამპი, ისე პუტინი, ბულინგის ტაქტიკის მიმდევრები არიან.
„ვფიქრობ, მომავალი სამიტის ერთ-ერთი შეცდომაა ევროპის გამორიცხვა - იცით, რომ ნატოს სამი ბირთვული სახელმწიფოდან ორი - საფრანგეთი და ბრიტანეთი, ამ დროისთვის შეხვედრაზე მიწვეული არ არის, ვფიქრობ, ისინი იქ უნდა იყვნენ. ჩვენ ხომ არ გვინდა, რომ მოძალადეების წყვილმა ზელენსკი დააბულინგონ. ჩვენ უკვე ვნახეთ, პრეზიდენტი ტრამპი ბულინგის ტაქტიკით როგორ ცდილობდა ზელენსკიზე ზეწოლას, რაც მის საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდა. პუტინიც ცნობილი ბულერია. ვფიქრობ, ამ სცენარის ნახვა არ გვსურს. მართალია, ზელენსკი მამაცია, მაგრამ საბოლოოდ, სწორედ ევროპას მოუწევს უკრაინასთან დაკავშირებით ცუდი შეთანხმების შედეგებთან გამკლავება." - განაცხადა უოლესმა.