„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია ოთხიდან სამი ოპოზიციური პარტიის მიერ სახელმწიფო დაფინანსების მიღებას აფასებს.
„ისინი აგრძელებენ იმ სიცრუის ნარატივს, რომლითაც ცდილობენ, რომ საზოგადოების მანიპულაცია მოეხდინათ. ისინი ამბობენ და აცხადებენ, რომ არ აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმაციას, თუმცა, აღიარებენ იმ სახელმწიფო ინსტიტუტებს და ლეგიტიმურობას, რომლებსაც თავად პარლამენტი ანიჭებდ ამ ლეგიტიმურობას. შესაბამისად, უხერხულ და დისონანსის პროცესში არიან შესულები“, - განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ არჩევნებზე მიღებული ხმები ფაქტობრივად აღიარეს. ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს მიიღებენ.