ვინ უნდა შევიდეს სახლში პირველი ძველით ახალ წელს?
1736617292
მმართველი გუნდისთვის ISFED-ის უარი პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებაზე იმის მანიშნებელია, რომ „სამართლიანი არჩევნები“ საზოგადოებაში ხელოვნური აჟიოტაჟის შემოტანას ცდილობს. სახელისუფლებო პარტია ორგანიზაციას შედეგების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.
„ISFED-ის მიერ ანგარიშის არ გამოქვეყნება შესაძლოა ავხსნათ მხოლოდ ერთი მიზეზით - მათ აქვთ სურვილი, რომ ქართველი ამომრჩეველი შეიყვანონ შეცდომაში. თუ არაფერი აქვთ დასამალი და თუ არ ცდილობენ ქართველი ხალხის განწყობით მანიპულირებას, მაშინ გამოაქვეყნონ ანგარიში. უკვე 3 დღე გავიდა და სრულიად ადეკვატურია ეს პერიოდი, იმისთვის რომ წინასწარი არჩევნები გამოაქვეყნონ“, - მიიჩნევს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერი ვახტანგ ჩოჩია.
არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი პარალელური დათვლის შედეგებს ისევ მალავს.