„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი, ვახტანგ ჩოჩია გრანტების შესახებ კანონს აფასებს. მისი განცხადებით, ეს იქნება ის ალტერნატივა ქართული ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ სამოქალაქო სექტორს.
„ეს პროექტები რეალურად მოწოდებული იქნება, რომ გააკეთონ ის საქმე, რაც გამომდინარეობს ჩვენი სოციალური რეალობიდან და არ იქნება გარედან თავსმოხვეული პროექტები, რომელთა მიზანიც რეალურად ფორმულირებული და არტიკულირებული იყო სხვანაირად, ხოლო რეალურ მიზანს კი აბსოლუტურად სხვას ატარებდა. შესაბამისად, ეს იქნება ის ალტერნატივა ქართული ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ სამოქალაქო სექტორს“, - განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.
საქართველოს პარლამენტი გრანტების შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით დღეს განიხილავს.