პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თქვენ შეიძლება გრცხვენიათ და მე შეურაცხყოფილი ვარ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რომ უკრაინა ევროკავშირში ცალკე უნდა მიიღონ და არა საქართველოსთან ერთად, რადგანაც ისინი თურმე განსხვავებული შემთხვევა ყოფილან. სად იყო ნეტა ეს მინისტრი ან საერთოდ მსოფლიო, როდესაც საქართველო იყო და არის უგანსხვავებულესი შემთხვევა?!, - ასე ეხმიანება მიმდინარე მოვლენებს თსუ ეკონომიკის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია.
როგორც ჭარაია სოციალურ ქსელში წერს, ცალკეული უკრაინელი ჩინოსნები, რომ საქართველოში გადატრიალებისკენ მოგვიწოდებენ, ამაზე მტრული განცხადება ხომ საერთოდ წარმოუდგენელია მეგობარი ქვეყნისგან, რომელსაც ჰააგაშიც კი მხარს უჭერ პუტინის ფაშისტად ცნობაში.
,,მე არ მრცხვენია, რომ ვარ ქართველი
ჩემი ქვეყანა უდგას გვერდში სიმართლეს, ანუ უკრაინას! ამისი დასტურია საქართველოს მონაწილეობით და მათ შორის ინიციატივითაც, რუსეთის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები:
- ევროპის საბჭოში, გაეროში და ჰააგის სასამართლოში, სადაც სხვათა შორის ზოგ-ზოგიერთმა ქვეყნებმა ან წინააღმდეგი მისცეს ან თავი შეიკავეს...
- საქართველო იზიარებს საერთაშორისო სანქციებს და საქართველოდან მოუწია გასვლა VTB ბანკს, აღარ ვიღებთ რუსულ საბანკო ბარათებს;
- ქართველი ხალხი, ერთ მუშტად შეკრული საქართველოში იქნება თუ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყველგან ანტირუსულ ღონისძიებებშია ჩართული და ეხმარება უკრაინას რითაც შეუძლია და არ დავწვრილმანდები...
- ამერიკის ელჩი აცხადებს რომ საქართველოს მკაფიო პროუკრაინული პოზიცია უჭირავს და ისინი საწინააღმდეგოს ნამდვილად არ გვაპატიებდნენ...
რაც შეეხება უკრაინის პრეტენზიებს:
- საქართველოდან ელჩის გაწვევა, იყო ჩვენი შეურაცხყოფა და არა ის რომ ჩვენ უნდა გვრცხვენოდეს, საქართველოს მსგავსი პოზიციის გამო უკრაინას არ "დაუსჯია" ყირგიზეთის გარდა არავინ, არადა თავს არ შეგაწყენთ ქვეყნების ჩამონათვალით ვინც რუსეთს სანქციებს არ უწესებს, მათ შორის ჩვენივე სამეზობლოში, რომლებიც პრორუსულ გადაწყვეტილებებსაც კი იღებენ და სადაც ხალხსაც დიდწილად ფეხებზე ჰკიდია უკრაინელები... ქართველი ხალხი უკრაინისგან არ იმსახურებდა ამ ქმედებას, მთავრობაზე კი ქვემოთ წაიკითხავთ;
- ცალკეული უკრაინელი ჩინოსნები (მინიმუმ 2 პარლამენტარი და მათგან ერთი წარმოშობით ქართველი), რომ საქართველოში გადატრიალებას მოგვიწოდებენ, ამაზე მტრული განცხადება ხომ საერთოდ წარმოუდგენელია მეგობარი ქვეყნისგან, რომელსაც ჰააგაშიც კი მხარს უჭერ პუტინის ფაშისტად ცნობაში;
- თქვენ შეიძლება გრცხვენიათ და მე შეურაცხყოფილი ვარ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რომ უკრაინა ევროკავშირში ცალკე უნდა მიიღონ და არა საქართველოსთან ერთად, რადგანაც ისინი თურმე განსხვავებული შემთხვევა ყოფილან. სად იყო ნეტა ეს მინისტრი ან საერთოდ მსოფლიო როდესაც საქართველო იყო და არის უგანსხვავებულესი შემთხვევა?! სად იყვნენ, როდესაც 90-ანებში წლობით ვიბრძოდით რუსების წინააღმდეგ. სად იყვნენ როდესაც 2008-ში 4 მილიონიანი საქართველო ერთი-ერთზე ღიად ეომა რუსეთს?! მოხალისეებით გვეხმარებოდნენ ხო? და უკრაინაში ქართველი მოხალისეები აკლდა ან 2014-ში ან 2022-ში? მთელი ქართული ბატალიონია საქვეყნოდ ცნობილი და საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრიც კი იბრძვის მათ მხარეს იარაღით ხელში, მე არავის თავდაცვის ყოფილი მინისტრი არ მახსოვს საქართველოში იარაღით ხელში ჩვენს მხარეს! სხვათა შორის, არც ის გამიგია უკრაინაში მინისტრის ამ განცხადების გამო ხალხს ეთქვა მრცხვენია ჩემი მთავრობისო...
- ოკუპირებულ, დიპლომატიური ურთიერთობების არმქონე საქართველოს ავალდებულებენ სანქციები დაუწესეო რუსეთს და პროვოკაციაზე წამოაგეო. საქართველოს, რომლის შუაგულში რუსის ჯარები დგას და პლიუს აფხაზეთიდან და სომხეთიდანაა ალყაშემორტყმული. იარაღი მაინც გვქონდეს რომ ვიცოდეთ წინააღმდეგობას აზრი ექნება და ის მაინც ვიცოდეთ რომ თუ გავქაჩავთ რამდენიმე დღეს მერე თავადაც იბრძოლებენ ამ საერთო ომში;
- ჩემთვის მისაღებია და მესმის, რომ უკრაინას არ მოეწონა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებების ფორმა, არც მე მომეწონა. თუმცა, ისიც ხომ შეიძლება გაიგო, როგორ ბეწვის ხიდზე გადის საქართველო და მიუხედავად ამ პოლიტიკური განცხადებისა, რომელსაც სავარაუდოდ თავისი ადრესატი ყავდა და ეს კიევი და თბილისი ნამდვილად არ იყო... რატომ აშუქებ სწორედ ამას, და არა იმას რომ საქმით ყველგან დედამიწის ზურგზე შენს გვერდით ვდგავართ; - სანქციები დაუწესეთო რუსეთსო და თავად უკრაინას 2014-ში სამწუხაროდ ყირიმი რომ წაართვა რუსეთმა, იცით უკრაინამ რა ქნა??? არც დიპლომატიური ურთიერთობები არ გაწყვიტა და არც სანქციები არ დაუწესა! უფრო მეტიც, უკრაინისთვის რუსეთი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო მთელი ეს წლები 2021 წლის ჩათვლით, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. საქართველოს კი დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გააჩნია დღეს რუსეთთან და ისე სთხოვენ მიდი რა კიდე რამე დაუშავე საკუთარ თავსო. რუსეთზეც: - რუსეთი, რომ დღეს ფაშისტურია და ყველა გზას მიმართავს, ყველას ყველასთან გადასაკიდებლად ამას ალბათ ყველანი ვხვდებით, და რატომ ვერ ვხვდებით რომ 2020 წელს დაწყებულ მოლაპარაკებებს ახლა იყენებს ჩვენს საწინააღმდეგოდ, უკრაინასთან კიდევ უფრო დასაშორებლად? - ხვალ-ზეგ საჰაერო სივრცის აღდგენასაც გამოაცხადებს, ალბათ და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შეგვრცხვეს, რომ რუსეთის საინფორმაციო ომში ვართ? საჰაერო სივრცე დაკეტილი აქვთ და ხმელეთით რუსებს ფინეთის და თურქეთის გავლით რომ მთელი ევროპა იღებს არაფერია ხო?
ამას ვერ ხედავს ხო უკრაინის მთავრობა და ჩვენსას ხედავს მარტო? არც არავის არაფერი დავუკარგოთ: - უკრაინა ჩვენი მოძმე ერია და მჯერა, რომ ისინი ამ ომს მოიგებენ და ეს ჩვენთვისაც დიდი სარგებლის მომტანი იქნება, რისთვისაც ჩვენ უკვე 30 წელია სისხლს ვღვრით, ეკონომიკურად ვიჩაგრებით და მორალურად გვტეხენ; - დასავლეთი, რომ არა აქამდეც დავმარცხდებოდით, მათ შორის 2008-ში უკვე ბოლო მოეღებოდა ჩვენს ოცნებებს, მაგრამ მეორე მხრივ თუ იცი, რომ ეს რუსეთი დაესხმება თავს უკრაინას და ამიტომ ტონობით იარაღს უგზავნი (რაც სწორია), ზურგის უნდა გაგვიმაგრო და შიგა და შიგ მოწინააღმდეგის წისქვილზე არ უნდა ასხა წყალი, თუნდაც განცხადებებით, რომ 4 დღეში დაეცემა უკრაინა თუ 444-ში; უკრაინას ნეიტრალიტეტი მიუხდებოდა თუ არა და ა.შ.; - სანქციები მუშაობს და უფრო მეტ დარტყმას მიაყენებს რუსეთს საშუალო და გრძელვადიან ჭრილში. ეს თვითდაზიანებაცაა, მაგრამ ამავდროულად ბოლომდეც არ იხარჯებიან, სვიფტიდან ამდენი ხანი ვერ ჩახსნეს რუსეთი, რუსულ გაზზე და ნავთობზე ჯერაც ვერ ამბობენ უარს (გამონაკლისი კანადა); დასკვნა: - არაფერი გვჭირს არავის საბოდიშო; - საქართველო ანტირუსული და პროუკრაინულია; - ნუ ვაჩქარებთ მოვლენებს, შეიძლება არც პირდაპირი სანქციებიც იყოს შორს და არც ომი, ვისაც ეს ძალიან გინდათ. მაგრამ როდესაც მთელი მსოფლიო ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის წინ, ნუ ითხოვთ რომ საქართველომ სპრინტი ირბინოს. ჩვენ, რომ სპრინტს მივრბოდით 90-ებში და 2008-ში, მთელი მსოფლიო დინჯად მოაბიჯებდა და არც არავის არ რცხვენოდა სამწუხაროდ. და ჩემგანაც: - მე პირადად რუსეთთან საერთოდ ყველანაირი ურთიერთობების გაწყვეტის მომხრე ვარ, მაგრამ ჩემ თავს უფლებას არ ვაძლევ მთელი ქვეყნის სახელით ვისაუბრო, რადგანაც ეს ასეულობით ათას ქართველს ჩააგდებს დიდ გასაჭირში, ეს მათი გადასადგმელი ნაბიჯია და არა ჩემი! მითუმეტეს არც მთავრობა არ ვარ, რომ ჩემ თავზე ავიღო მსგავსი პასუხისმგებლობა; - მე არც ბილაინის ნომერი მაქვს, არც ლუკოილში ვასხამ საწვავს, არც იანდექს ტაქსით დავდივარ (იმიტომ რომ იაფია), მაგრამ სწორედ ასეთი ხალხისგან მესმის, რომ რცხვენიათ ქართველობის ამ დღეებში... კარგით ბატონებო გრცხვენოდეთ, მე არ მრცხვენია და ავხსენი რატომაც! გამარჯვება უკრაინას! გამარჯვება საქართველოს! ძირს ფაშისტური რუსეთი! პ.ს. დემაგოგობას ვინც დაიწყებს უბრალოდ წავშლი და დავბლოკავ! აბულინგეთ სხვაგან, სადაც გაგივათ“, - წერს ჭარაია facebook - ზე.