კარგი ინფორმაცია პენსიონერებისთვის
1764952562
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღეს გამართული ბრიფინგით ყველაფერს ნათელი მოეფინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია და შესაბამისად, ვერც ვერასდროს გამოიყენებდა პირველი მსოფლიო ომის დროინდელ მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება ,,კამიტს”, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, "ბიბისი ", "სიცრუის ფორმულას" და ,,მთის ამბების” დონეზეა დაცემული. დეპუტატი ახლა ელის გამოძიების მეორე მიმართულებას - იმ დანაშაულის გამოაშკარავებას, რომელიც ჩადენილია კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ.
"უცხოური სპეც. ოპერაცია კოდური სახელწოდებით ,,ბუმბულგაცვენილი თუთიყუში” ჩაიშალა! სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღეს გამართული ბრიფინგით ყველაფერს ნათელი მოეფინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია და შესაბამისად, ვერც ვერასდროს გამოიყენებდა პირველი მსოფლიო ომის დროინდელ მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება ,,კამიტს”. სამინისტრო აქციების მართვის საჭიროებიდან გამომდინარე იყენებდა ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილს” და მის გამხსნელად - ,,პროპილენ გლიკოლის” ხსნარს. ამათგან, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას. ასე რომ, დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით. სამწუხაროდ, ბიბისი სიცრუის ფორმულას და ,,მთის ამბების” დონეზეა დაცემული.
ახლა კი, ველოდებით გამოძიების მეორე მიმართულებას - იმ დანაშაულის გამოაშკარავებას, რომელიც ჩადენილია კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით. მჯერა, კიდევ მეტს შევიტყობთ ფიგურანტებს შესახებ, რომლებიც უცხო ქვეყანას, უცხოეთის ან მის კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციას მტრულ საქმიანობაში ეხმარებოდნენ. უკვე მერამდენე შემოტევაა ქართული სახელმწიფოზე და ამაყი ქართველი ხალხი ღირსებით იცავს თავის სამშობლოსა და სუვერენიტეტს!" - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.