უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა - კომისია მიიჩნევს, რომ კანონის არსებული ვარიანტი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ევროკონვენციას

ვენეციის კომისია

24-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც დაჩქარებული წესით მომზადდა, ვენეციის კომისია ხაზს უსვამს სამოქალაქო ორგანიზაციების სტიგმატიზაციის რისკს და გაერთიანებების უფლებისა და თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს. „ვენეციის კომისიის კატეგორიული რჩევაა, კანონის ამჟამინდელი ფორმით გაუქმება, რადგან მისი ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებზე, კონფიდენციალურობის უფლებებზე, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებებზე და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვაზე. საბოლოო ჯამში, ეს გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე", - ნათქვამია დოკუმენტის დასკვნით ნაწილში.