"უშველებელი ფულის რესურსი იყო მობილიზებული იმისათვის, რომ დესტაბილიზაციის პროცესები განვითარებულიყო არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში" - გიორგი ვოლსკი

გია ვოლსკი

"უშველებელი ფულის რესურსი იყო მობილიზებული იმისათვის, რომ დესტაბილიზაციის პროცესები განვითარებულიყო არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში," - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

"ეს არ არის აღიარება, ეს არის გამოუვალი მდგომარეობა, როდესაც დამალვას აზრი აღარ აქვს. უშველებელი ფულის რესურსი იყო მობილიზებული იმისათვის, რომ დესტაბილიზაციის პროცესები განვითარებულიყო არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში, რომლებიც ჩართულები იყვნენ მეტ-ნაკლებად ამ საომარ პროცესებში, რაც, სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს. საქართველოს ჩათრევაც ამ პროცესებში სწორედაც უშველებელი ფულის რესურსის მობილიზებითა და ხარჯვით ხორციელდებოდა," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ახალი სკანდალი ევროკომისიის გარშემო, თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. ცნობისთვის, კომისიამ აღიარა, რომ მისი ფონდები მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად გამოიყენა, რათა ევროპელი კონსერვატორების ხმები ჩაეხშო. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა "ეი ექსპრესი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საუბარია სახსრებზე "ლაიფ" პროგრამიდან, რომელიც გარემოსდაცვითი ინიციატივების დასაფინანსებლად არის განკუთვნილი. როგორც გამოძიებამ აჩვენა, ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხების ნაწილი ევროპაში კონსერვატიული და ევრო-სკეპტიკური პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა. ევროკომისიამ ამ საკითხზე მოკლე განცხადება გაავრცელა: "კომისია მიიჩნევს, რომ აქტივისტური ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სამუშაო პროგრამები შეიცავდა შეუსაბამო ლობისტურ საქმიანობას." - ნათქვამია ტექსტში.