ახალი თაღლითური სქემა, ბანკომატების გამოყენებით
1756844042
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უახლოეს დღეებში უკრაინელ კოლეგასთან ანდრეი სიბიგასთან შეხვედრას გამართავს.
სიიარტოს განცხადებით, შეხვედრის მთავარი თემა კარპატებში მცხოვრები უნგრელების უფლებები იქნება. მოლაპარაკებები ბუდაპეშტში გაიმართება.
„ჩვენ დიალოგის გვჯერა და ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის. მაგრამ ბურთი უკრაინის მხარესაა: რეალური პროგრესი შესაძლებელია მხოლოდ უფლებების სრული აღდგენით, რომელიც კარპატის უნგრელებს წაართვეს“, - დაწერა სიიარტომ.