„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1757365535
მოლდოვა პუტინის მუქარას ვერ გაუძლებს, თუ ევროკავშირში არ გაწევრიანდება, – ამის შესახებ განცხადება მოლდოვის პრეზიდენტმა გააკეთა. მაია სანდუს თქმით, რუსეთი „შეუზღუდავ ჰიბრიდულ ომს“ იწყებს, რუსული აგრესიის გადასატანად კი, ევროკავშირში გაწევრიანება სჭირდება.
„ჩვენი ევროპული გზა მხოლოდ ღირებულებების საკითხი არ არის, ეს გადარჩენის საკითხია. ჩვენ წინაშე დგას შეუზღუდავი ჰიბრიდული ომი, ისეთი მასშტაბის, როგორიც უკრაინაში შეჭრამდე არ ყოფილა“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და რუსეთს „უდიდესი საფრთხე“ უწოდა.
მაია სანდუმ მოსკოვის მიზნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „რუსეთი ცდილობს, მოლდოვა საარჩევნო ყუთის მეშვეობით დაიპყროს, უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს და ევროკავშირზე ჰიბრიდული თავდასხმების სასტარტო პლატფორმად აქციოს“.
მოლდოვაში 28 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელზეც მაია სანდუს თქმით, კრემლი გავლენის მოხდენას შეეცდება. „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, აღმოსავლეთ ევროპის 2.4 მილიონიანი ქვეყანა, რომელსაც უკრაინასთან 1 200 კილომეტრიანი საზღვარი აქვს, რუსული ჰიბრიდული ომის სამიზნედ იქცა, მათ შორის ადგილი ჰქონდა დეზინფორმაციას, კიბერშეტევებსა და არჩევნების შედეგების მანიპულირების მცდელობას.
ცნობისთვის, მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადი 2022 წელს შეიტანა და მთავრობაში, სასამართლო სისტემასა და ეკონომიკაში ფართომასშტაბიანი რეფორმები გაატარა თუმცა, სანდუმ თავიდანვე განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვისგან „სრულყოფილებას“ იქამდე არ უნდა ელოდოს, ვიდრე ქვეყანას ბლოკში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზას არ გაუხსნიან.