კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-ში გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს

კალაძის შტაბი

კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე, შსს-ში გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე საპროტესტო აქციის მონაწილეები გამოჩნდნენ. ისინი შტაბში მყოფი პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მისამართით სიძულვილის ენას იყენებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ვითარება მალევე დაიძაბა და სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ კონფლიქტში გადაიზარდა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად ორი ჟურნალისტი დაშავდა.