უნდათ უკარნახონ ამერიკის კონგრესს, რომ სანქციები აუცილებლად დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი საქართველოში არ დაიწყება - გია ვოლსკი

ვოლსკი

„პიონტკოკსკი „კაგებეს“ მაღალჩინოსანი იყო, მას რაღაც გაურკვევლობები ჰქონდა აშშ-თან. იქ მას არ აქვს ავტორიტეტი და სამწუხაროდ, დაიპყრო უკრაინული მედია, რომელიც ხშირად ციტირებს მას",-ამის შესახებ  პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. 

"ამ კომენტარების საგანგებო ნაწილი ასეთია: იმის ხელშემშლელი, რომ საქართველო მეორე ფრონტს ხსნის, არის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. სწორედ, ამიტომ მათ უნდათ უკარნახონ ამერიკის კონგრესს, რომ სანქციები აუცილებლად დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი საქართველოში არ დაიწყება, ეს არის ფორმულა და ამის იქით არაფერი იკითხება“, - აცხადებს ვოლსკი.

რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ ტელეკომპანიის „უკრაინა 24“ ეთერში განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია ერმაკ-მაკფოლის ჯგუფზე, რომელიც სანქციებზე მუშაობს. პიონტკოვსკის თქმით, არესტოვიჩიც და არახამიაც წერდნენ , რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.