13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
"ვხედავთ, რომ პუტინი მიზნებს საერთოდ არ ცვლის და სულ უფრო მეტი თავდასხმა ხორციელდება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ", - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
მარგუს ცაჰკნას განცხადებით, უკრაინა ევროკავშირს უფრო სჭირდება, ვიდრე პირიქით. მისივე თქმით, უკრაინა იბრძვის, რითაც ევროკავშირისთვის დროს იგებს.
"ვხედავთ, რომ პუტინი მიზნებს საერთოდ არ ცვლის და სულ უფრო მეტი თავდასხმა ხორციელდება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ ვიყავი კიევში და იქ სიტუაცია მართლაც ცხელია, თუმცა უკრაინელები იბრძვიან და ისინი ჩვენთვის დროს იგებენ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინა ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე ჩვენ - უკრაინას", - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.