13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო ადამიანი, რომლის ხელმძღვანელობით საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმდა.
"მიხეილ სააკაშვილი გულწრფელი იყო, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან აფორმებდა სტრატეგიულ პარტნიორობას, როდესაც დონალდ ტრამპი ჩამოჰყავდა საქართველოში კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად. მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა ის, რომ ამერიკელი მასწავლებლები საშუალო სკოლებში ინგლისურ ენას ასწავლიდნენ.
ფაქტია, "ნაციონალური მოძრაობის" დროს, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკულ გამოცემა "ჰილში" მოსაზრება გამოაქვეყნა სახელწოდებით - "ტრამპი ფრთხილად უნდა იყოს საქართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას"
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა შესაძლოა დამაზიანებელი აღმოჩნდეს როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე შტატების ინტერესებისთვის.
მმართველ გუნდში დღეს სააკაშვილს და მათ ოპონენტებს ის განცხადებები გაახსენეს, როდესაც ტრამპს აკრიტიკებდნენ, მის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ და ბაიდენს მხარს უჭერდნენ.