"უნდა დაწყებულიყო არეულობის სცენარი" - რა ინფორმაციაზე საუბრობს ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"ევროკავშირის კომისიის ნომერ პირველი რეკომენდაცია იყო პოლარიზაციის შემცირება, თუმცა ხედავთ, რომ პირველივე წუთებიდან რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლარიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდოს. პოლარიზაცია ცალმხრივად ვერ დასრულდება", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამ შემთხვევაშიც ევროპული კომისიის დასკვნას მთლიანად პოლარიზაციისთვის იყენებს რადიკალური პოზიცია, რასაც ჩვენ ველოდით. ჩვენ გვქონდა პროგნოზები ამასთან დაკავშირებით, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. თავიდანვე მარტივი სცენარი იყო მოაზრებული. მათ ჰქონდათ გათვლა, რომ ორი ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, საქართველო არა. ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო არეულობის სცენარი რისი პირველი მცდელობაც იქნება დღეს, დღევანდელ აქციაზე და ამის საბოლოო წერტილი არის რა თქმა უნდა ომი, რასაც ისინი ნატრულობენ საქართველოში, თუმცა, ვერც არეულობის სცენარი და ვერც ომის სცენარი ვერ იქნება წარმატებული, ამაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.