როდესაც ასეულობით ადამიანი გიკვდება და შენ ასეთი რაღაცებისთვის იცლი, ეს უსინდისობაზე მეტყველებს - ირაკლი კობახიძე არახამიაზე

თავმჯდომარე

ირაკლი კობახიძე დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება.

როგორც კობახიძე ამბობს,  გაირკვა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არახამია მუდმივად ტყუილს ავრცელებდა.

„როდესაც შენს ქვეყანაში, ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი გიკვდება და შენ ასეთი რაღაცებისთვის იცლი, ეს ყველაფერი შენს უსინდისობაზე მეტყველებს. გაირკვა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არახამია მუდმივად ტყუილს ავრცელებდა. არახამიაზე რაიმე ფორმით სერიოზულად ლაპარაკი არც შეიძლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესი რადის წევრი, დავით არახამია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება. მისივე მტკიცებით, სულ მალე ცნობილი გახდება ქართველი დეპუტატებისა და მინისტრების ანგარიშები.