უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის თითოეული ნაწილი ემსახურება ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი სტუდენტების ყოველდღიურობის გაუმჯობესებას" - გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძე

პარლამენტმა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონსა და მისგან გამომდინარე კანონპროექტებში ცვლილებები დაჩქარებული წესით დაამტკიცა. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ სიახლე ქვეყანაში განათლების ხარისხზე მხოლოდ დადებითად აისახება.

"უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის თითოეული ნაწილი ემსახურება ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი სტუდენტების ყოველდღიურობის გაუმჯობესებას. ეს შეეხება როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებას, ისე ხარისხის განვითარებას, სწავლებისა და კვლევების ერთმანეთთან დაკავშირებას და ყველა იმ სიახლეს, რომელიც მომდევნო საკანონმდებლო ინიციატივების განმავლობაში ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალურად მხარდაჭერილი," - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე.

შეგახსენებთ, რომ განათლების ახალი რეფორმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების სწავლის სრულად დაფინანსებასა და ყველა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ფორმატის შეცვლას ითვალისწინებს. სიახლე ეხება საჯარო სკოლებსაც, რაც 11-წლიან სწავლებაზე გადასვლას გულისხმობს.