ბათუმი–სარფის გზის მშენებლობის ზედამხედველობისთვის ტენდერი გამოცხადდა

ტენდერი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბათუმი–სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ზედამხედველობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

პროექტი განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. ზედამხედველობის მომსახურების ვადა 48 თვეა. დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები ინგლისურ ენაზე აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდის მეშვეობით არაუგვიანეს 2025 წლის 22 სექტემბრისა უნდა წარადგინონ. მომსახურების სავარაუდო ღირებულება 13,986,483 აშშ დოლარს შეადგენს.

ბათუმი–სარფის 11.3 კმ-იანი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომელიც ბათუმის შემოვლით მაგისტრალურ გზას შეუერთდება და საქართველოს საზღვარს თურქეთის რესპუბლიკასთან დააკავშირებს.

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე იხილეთ ბმულზე: 

ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.