„მოსალოდნელია ძლიერი თოვლი და ქარბუქი“ - გაფრთხილება ამინდის შესახებ
1732734915
უკრაინას იარაღი თავდაცვისთვის სჭირდება და არა თავდასხმისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე არ ვარ მზად, დღეს საჯაროდ ვთქვა, რომელ ქვეყანასთან რაზე ვაწარმოებთ დეტალურ მოლაპარაკებებს და რას ვიღებთ მათგან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის იარაღი არის თავდაცვისთვის. ჩვენ მხოლოდ მშვიდობაზე ვფიქრობთ. ჩვენ მხოლოდ ტერიტორიების დეოკუპაციაზე ვფიქრობთ და მხოლოდ დიპლომატიური გზით. ვსაუბრობთ იმაზე, რომ დღეს ჩვენ არ დავთმობთ ჩვენი მიწის არც ერთ მონაკვეთს. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს, როგორიც არ უნდა იყოს ამის საფასური“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.