უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროპული პერსპექტივა და სტატუსი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი

"მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო უკრაინასა და მოლდოვას, მათ მიიღეს ევროპული პერსპექტივა და სტატუსი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი",  - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„მე ვულოცავ მათ ამ აღიარებას, მინდა ვუსურვო უკრაინასა და მოლდოვას წარმატება, მათ ხალხს ვუსურვო კეთილდღეობა, მშვიდობა. უკრაინა უმძიმეს ომშია და მოლდოვაც მძიმე მდგომარეობაშია. ასე, რომ ჩვენ არ გვშურს მათი წახალისების. პირიქით, მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო და ვუსურვო წარმატება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.