"უფლება არ აქვთ, "ქართული ოცნების“ გუნდსა და მის პრემიერს ამ ტონალობაში ელაპარაკონ" - ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე  

ზარქუა

"იმ გუნდს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია, საკუთარი მოსახლეობა წამებაში გამოატარა, ადამიანის უფლებები ციხეში თუ ციხის გარეთ წლების განმავლობაში გათელა და ბიზნესი დააწიოკა მორალური უფლება არა აქვს, „ქართული ოცნების“ გუნდსა და მის პრემიერ-მინისტრს ამ ტონალობაში ელაპარაკოს", - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

„გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვნახეთ, რომ ერთი საათი, რომელიც პრემიერს ჰქონდა, რათა სიმართლე ეთქვა, მათ შორის, ოპოზიციისთვის, ვერ აიტანეს, ვერ მოითმინეს. ნახეთ, როგორი თავდასხმები იყო. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ იმ 12 პუნქტიდან, რომელთაგან პირველი თვალსაჩინოა და რომელშიც ოპოზიციის მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი, ესაა დეპოლარიზაცია. სწორედ, ამის ნიველირება ხდებოდა. ოპოზიციის მხრიდან იყო სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვის მცდელობა“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.