ოქტომბერში ამ ზოდიაქოს ნიშნების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება
1728128105
"იმ რეალობის ფონზე, როდესაც საგამოძიებო კომისიის შექმნაზე "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას თავად ირაკლი კობახიძე უჭერს მხარს, აღნიშნული საკითხი ოპოზიციის მხარდაჭერას თავისთავად მოიპოვებს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს "გირჩის" წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
"ახლა ჩვენ არანაირი საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ვაპირებთ, მაგრამ ცხოვრება ისეთია, რომ აუცილებლად დაგვჭირდება. ამიტომ გვინდა, რომ ერთ საგამოძიებო კომისიაზე, რომლის შექმნაც ჩვენ გვენდომება, მათაც მხარი დაგვიჭირონ", - განაცხადა ხვიჩიამ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება, თუ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც მის მიმართ „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს“ შეისწავლის.