1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
არც ერთი სახელმწიფო, არანაირი თვითდაზიანების პირობებში არ მიყვება ამ ტერორისტულ ულტიმატუმს, რომ თვითდაზიანება შეიძლება გახდეს გათავისუფლების საფუძველი, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თვითდაზიანების პრაქტიკა ყოველთვის არსებობდა, თუმცა, არც ერთ სახელმწიფოს მსგავსი ულტიმატუმის გამო პატიმარი არ გაუთავისუფლებია.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, თვითდაზიანების გამო გათავისუფლება, შესაძლოა, საშიშ პრეცედენტად იქცეს და დომინოს პრინციპით გადამდები გახდეს სხვა პატიმრებისთვის.
“ნებისმიერი ფორმით თვითდაზიანების შემსწრეა ეს სისტემა და არც ერთი შემთხვევა არ არის, რომ თვითდაზიანების გამო, რომელიმე ნორმალურ სახელმწიფოს დაეშვას ამ ულტიმატუმით პატიმარი გაეთავისუფლებინოს, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი რაც პირდაპირ ურტყამს ნებისმიერი სახელმწიფოს უსაფრთხოებას და საპატიმროების წესრიგს.” - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.