„თელასი“ ელექტროენერგიის შეზღუდვასთან დაკავშირებით აბონენტებს აფრთხილებს
1744129132
"თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს, შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"რომ იძახიან - უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს სტატუსი, უკაცრავად... თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო. ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა თავისი 30-წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე",- განაცხადა ღარიბაშვილმა.