თუ სასამართლოს გზით მივიღებ თანხას, მას მივმართავ ადამიანებისკენ, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ - კალაძე

kaxa kaladze

თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან „ტვ პირველის ჟურნალისტის“, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ, მის მიერ დაწყებულ სამართლებრივ დავას გამოეხმაურა. მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, მან განაცხადა, რომ მედია კრიტიკით და არა ცილისწამებით უნდა იყოს დაკავებული. 

კახა კალაძის თქმით, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მიღებულ თანხას ის ქველმოქმედებას მოახმარს.

„ძალიან ბევრ სიბინძურეს ვითმენ, ბევრ ცილისწამებას, ტალახის სროლას, შეურაცხყოფას. შესაბამისად, ყველაფერი სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს. რაც ეთერში თქვა, იმის შესახებ კონკრეტულ ჟურნალისტ მოუწევს მტკიცებულების წარმოდგენა. ჩემმა ადვოკატმა უკვე ისაუბრა ამის შესახებ. რაც შეეხება თანხას, თუ მას მივიღებთ, ის მიმართული იქნება ოჯახებისკენ, ადამიანებისკენ, რომლებსაც დღეს ყველაზე მეტად უჭირთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

2022 წლის 20 ივნისს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიმართა საქალაქო სასამართლოს სარჩელით ცილისმწამებულური ინფორმაციის უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. საქმე ეხება 2022 წლის 5 ივნისს „ტვ პირველის“ ეთერში მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემას, სადაც ჟურნალისტმა გააკეთა განცხადება, რომ კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი ლარი მიიღო.