ფიზიკური თერაპევტი, ალექსი ბიძიშვილი გარდაიცვალა
1732612481
თუ რაიმე დანაშაული ჩავიდინეთ მე, ჩემმა თანამშრომლებმა, მზად ვართ პასუხი ვაგოთ. ფაქტები მოიტანონ და ვაგებთ პასუხს, - განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს.
მინისტრობის კანდიდატს ჰკითხეს, რატომ არ დაიბარეს გამოკითხვაზე ის პოლიციელები, რომლებმაც ოპოზიციის აქციაზე საბა ხვიტარიძე დააკავეს და თმაში მოჰკიდეს ხელი. დაინახა თუ არა უფლებამოვალეობის გადაცდომები პოლიციელების მხრიდან აქციებზე მაშინ, როდესაც მადლობებს უხდიდა პარლამენტში გამოსვლისას პოლიციელებს.
„[საქმეს] სახელმწიფო ინსპექტორი იძიებს სავარაუდოდ, თუ გამოძიება დაიწყო, ეგენი იძიებენ. დაიბარებენ ალბათ. ახლაც მადლობას მოვუხდი პოლიციელებს. მათ ოჯახებსაც დიდი მადლობა, ვინც გვერდში დგანან და ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. თუ რაიმე დანაშაული ჩავიდინეთ მე, ჩემმა თანამშრომლებმა, მზად ვართ პასუხი ვაგოთ. ფაქტები მოიტანონ და ვაგებთ პასუხს. ისე, რომ ტყუილად ადამიანები დაიჩაგრონ, არავის დავაჩაგვრინებთ, არცერთ თანამშრომელს“, - აღნიშნა გომელაურმა.