თუ რადიკალური ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება - კობახიძე

თავმჯდომარე

თუ რადიკალური ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება. მელიამ, ხაზარაძემ, მამულაშვილმა უკვე დატოვეს და ეს პარლამენტის საქმიანობას დადებითად დაეტყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებენ, მხოლოდ მისასალმებელი იქნება.

„თუ რადიკალური ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუნდაც, საპარლამენტო პროცესების განვითარებისთვის. სულ რაღაც რამდენიმე რადიკალმა დეპუტატმა დატოვა პარლამენტი, ეს არის მაგალითად, იგივე მელია, ხაზარაძე, მამულაშვილი და ეს უკვე დადებითად დაეტყო პარლამენტის საქმიანობას. რაც მეტი დეპუტატი დატოვებს პარლამენტს რადიკალური ოპოზიციიდან მით უკეთესი, იმისათვის რომ საქართველოში რადიკალიზმის ხარისხი შემცირდეს. აქედან გამომდინარე, თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.