უმძიმესი ავარია თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალზე - დაღუპულია 4 ადამიანი
1736926850
"თუ მათ უნდათ, რომ ვადაგასულ პრეზიდენტთან ერთად რაიმე მთავრობა ჩამოაყალიბონ, ჭოველიძის ოფისში ჩამოაყალიბონ," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით გააკეთა.
ამით ის გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების შეკრებას, სადაც ერთ-ერთი განსახილველი თემა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იყო.
"ამ პროცესს რომ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს, ამას ვხედავთ. რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას - ბუნებრივია, ასეთი საკითხი არ განიხილება. თუ მათ უნდათ, რომ ვადაგასულ პრეზიდენტთან ერთად რაიმე მთავრობა ჩამოაყალიბონ, ჭოველიძის ოფისში ჩამოაყალიბონ. ასევე, შეუძლიათ "ლელოს" ოფისში, თბილისის ცენტრალში ჩამოაყალიბონ პარლამენტი და იქ გააგრძელონ საქმიანობა.
4 ოქტომბერს იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პარლამენტის არჩევნები იქნება 2028 წლის 28 ოქტომბერს. საკმარისი დრო აქვს ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილთან ერთად, რომ კარგად მოემზადონ ადგილობრივი თვითმმართველობის და კიდევ უფრო კარგად მოემზადონ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის," - აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.