1739565337
„თუ ივანიშვილთან ბრძოლა გინდოდა, როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, არ უნდა აგეღო მისგან 40 მილიონი, ფარისევლობამ ასეთი შედეგები იცის“ - შალვა ნათელაშვილი ნიკა გვარამიას
![შალვა ნათელაშვილი ნიკა გვარამია შალვა ნათელაშვილი ნიკა გვარამია](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/14/112093/shalva-natelashvili-nika-gvaramia_w_h.jpeg)
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილთან გარიგების სანაცვლოდ, 40 მილიონი აიღო.
„ნიკა გვარამიას გასაგონად ვამბობ, თუ ივანიშვილთან ბრძოლა გინდოდა, არ უნდა გარიგებოდი არჩევნების წინ, რომ ნიკა გილაურს მოიყვანდი პრემიერ მინისტრად, არ უნდა დაგეკეტა „ლეიბორისტული პარტია“ და თქვენი მონა–მორჩილი „მთავარ არხზე“, რაც დღემდე გრძელდება; როგორც ბოროტი ხმები ამბობენ და პირში გეუბნებიან, არ უნდა აგეღო ივანიშვილისგან 40 მილიონი, ფარისევლობამ ასეთი შედეგები იცის. გილაური იყო ფულის მიმტან-მომტანი და პრემიერად ამზადებდა ივანიშვილი, დაჰპირდა გვარამიას და ხაზარაძეს, რომ არჩევნებს მოაგებინებდა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.