დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
"ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, სანამ ივანიშვილის ანტიდასავლური რეჟიმი შინაარსით პროდასავლური ხელისუფლებით არ შეიცვლება. ეს ვერ მოხდება ქუჩიდან წნეხის გარეშე. ეს ვერ მოხდება მანამდე, სანამ არჩევნებს რეჟიმის ადმინისტრაცია ატარებს", - ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„პარტიების ძალა და ფასი გაიზომება ქუჩაში.ყველა პარტიის უვარგისობა/ვარგისიანობა გაიზომება იმით, რამდენად შეუძლიათ წნეხის შექმნა ქუჩაში. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი ამომრჩეველი გააქტიურდეს, ჩვენს შეთავაზებულ გზაში საკუთარი უკეთესი მომავალი დაინახოს და ქუჩაში გვერდში დაგვიდგეს. ამას ვაკეთებთ მეთოდურად და ჯიუტად 1 წელია. ვაგებინებთ ადამიანებს ჩვენ რა გვინდა და ვისაც იგივე უნდა, გვერდში გვიდგებიან. იგივე უნდა ქნან, თუ თავი აქვთ, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა.
მე არ ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკური პარტიების უდიდეს უმრავლესობას მოქალაქეების მოტივაცია ფულის და რომელიმე საჯარო უწყებაში დაპირებული სამსახურის გარეშე შეუძლია, მაგრამ, თუ ეგ არ შეუძლიათ, მაშინ არც პოლიტიკაში ესაქმებათ. მოკლედ, ოპოზიციური სპექტრის ამოცანა დღეს მისი დღის წესრიგის მხარდამჭერი ადამიანების ენერგიის შექმნაა ქუჩაში. ვინც ამას ვერ შეძლებს, რეჟიმის შეცვლასაც ვერ შეძლებს“, - წერს ჩერგოლეიშვილი.