პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თუ ჩვენს „დიდ ძმებს“ თუ პარტნიორებს აბსოლუტურად ყველაფერში უნდა დავუჯეროთ და ჩვენი გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ გვაქვს, მაშინ სად არის სახელმწიფო საქართველო, სად არის სუვერენიტეტი, სად არის დამოუკიდებლობა? - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სენატორ ბენ კარდინთან დაკავშირებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იგი ცნობილი რუსი პრანკერების მახეში მოხვდა.
კერძოდ, პრანკერების მიერ გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, პრანკერის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დასავლეთმა საქართველოს სწორი გადაწყვეტილებების მიღება უნდა აიძულოს, სენატორი დაეთანხმა.
„როგორც ვიცი, ეს არ არის დადასტურებული თავად მონაწილე მხარისგან. თუმცა, დირექტიული ტონი, ეს განცხადებები ლოგიკურად გვაფიქრებინებს, რომ სურვილი ნამდვილად არის, რომ ყველაფერში დავუჯეროთ.
თუმცა, თუ ჩვენს „დიდ ძმებს“ თუ პარტნიორებს თუ როგორც თავად წარმოუდგენიათ საკუთარი თავი, აბსოლუტურად ყველაფერში უნდა დავუჯეროთ და ჩვენი გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ გვაქვს, მაშინ სად არის სახელმწიფო საქართველო, სად არის სუვერენიტეტი, სად არის დამოუკიდებლობა? თავისთავად, ეს სულისკვეთება იყო, რის გამოც ამ არჩევნებმა ამ არჩევანზე გაიარა. ანუ რეალურად ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სახელმწიფოებრიობას თუ ვუჯერებთ თვალდახუჭული სხვა ქვეყნებს, თუნდაც, მეგობრულ ქვეყნებს?” - განაცხადა ნინო წილოსანმა.
სენატორი ბენ კარდინი ცნობილი რუსი პრანკერების, ვოვანის და ლექსუსის მახეში მოხვდა. პრანკერებმა მისი საუბრის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნეს. სენატორი დარწმუნებული იყო, რომ უკრაინის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას ესაუბრებოდა. საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც შეეხო. ბენ კარდინმა უკმაყოფილება გამოთქვა, მისი აღქმით, საქართველოს პოლიტიკური კურსის ცვლილების გამო. პრანკერის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დასავლეთმა საქართველოს სწორი გადაწყვეტილებების მიღება უნდა აიძულოს, ის დაეთანხმა.