1759573255
"თუ არსებობს რაციონალური ადამიანი, რომელსაც იმის სჯერა, რომ ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით საკუთარ თავს აყენებენ დაზიანებებს" - ირაკლი ფავლენიშვილი მეტეხის ხიდთან მომხდარ ინციდენტზე

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა მეტეხის ხიდთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"თუ არსებობს რაციონალური ადამიანი, რომელსაც იმის სჯერა, რომ ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით საკუთარ თავს აყენებენ დაზიანებებს, მით უმეტეს, იწვევენ კონფლიქტებს და ამ კონფლიქტებში შეიარაღებულ თავდასხმას ახორციელებენ საკუთარ თავზე, იმეტებენ საკუთარ თავს და ამაში თვითონვე არიან დამნაშავეები, ეს არ ვიცი რაში ჯდება, პოლიტიკურ და სამართლებრივ კონტექსტში რომ არ ჯდება, გასაგებია," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.