ხმა მივეცი გუნდს, რომელმაც ზუსტად იცის რა არის საჭირო ქალაქის განვითარების გასაგრძელებლად - ბექა ვაჭარაძე

ვაჭარაძე

70-ე ოლქში, მე-8 უბანზე საკუთარი არჩევანი გააკეთა ფოთის მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ. ფოთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, საარჩევნო უბნები დილის 8 საათიდან გაიხსნა.

"ხმა მივეცი გუნდს, რომელმაც ზუსტად იცის რა არის საჭირო ქალაქის განვითარების გასაგრძელებლად. ფოთელები კი ყოველთვის დინჯად და მშვიდად ვაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს და ზუსტად ვიცი დღევანდელ დღესაც ასე იქნება", - აცხადებს ბექა ვაჭარაძე.