„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" ტრამპის განცხადებებს პროპაგანდისთვის იყენებს. მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, "ქართული ოცნება" იზოლაციაში ამყოფებს ქვეყანას და მას ოკუპანტის პირისპირ ტოვებს.
"ტრამპი და, ზოგადად, ახლა მთელი ევროპა ჩართულია ახალი უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, არქიტექტურის შექმნის პროცესში და ამ პროცესის, ევროპისთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის რა, როგორ და რანაირად ჩამოყალიბდება, ეს არავინ არ იცის. ამ მთელ პროცესის კომპონენტების დღეს "ქართული ოცნების" პროპაგანდა იყენებს, ერთადერთი, რაც შეგვიძლია დავასკვნათ და შევაფასოთ არის, რომ წყალწაღებულები რომ ხავსს ეკიდებოდნენ, ესენი ტრამპს ეკიდებიან", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი.