ცრუ ბრალდება, ეს გახდა მთლიანად რადიკალური ოპოზიციის და მათ შორის გახარიების სახე - იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

გახარიები არის ის პარტია, რომელიც რაც უფრო მეტს ილაპარაკებს, მით უარესი იქნება მათთვის, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

აღნიშნულით იგი გამოეხმაურა გიორგი გახარიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინტერვიუს - „ასე მოიპარა ოცნებამ ადამიანის არჩევანი“.

რატი იონათამიშვილის თქმით, ცრუ ბრალდება, ეს გახდა მთლიანად რადიკალური ოპოზიციის და მათ შორის გახარიების სახე.

„გახარიები არის ის პარტია, რომელიც რაც უფრო მეტს ილაპარაკებს, მით უარესი იქნება მათთვის. ამიტომ, გავუშვათ და ილაპარაკონ, ათას ისეთ რამეს იტყვიან, რაც საზოგადოების მხრიდან გამოიწვევს სამართლიან დაცინვას.

მათ დაიმსახურეს, რომ საზოგადოების არანაირი ნდობა არ ჰქონდეთ და არც ექნებათ, ვინაიდან, ჩვენ ვხედავთ, რომ ის განცხადებები თუნდაც, რასაც ისინი აკეთებენ, აცდენილია ყოველგვარ რეალობას და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ცრუ ბრალდებებით შემოიფარგლებიან, მაგრამ ცრუ ბრალდება, ეს გახდა მთლიანად რადიკალური ოპოზიციის და მათ შორის გახარიების სახე“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.