36 ადამიანის საკვებით მოიწამლა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერის" საწარმოო პროცესი შეუჩერა
1779445140
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგების ფოტოს, რომელიც, გვარამიას მტკიცებით, "ქართული ოცნების" შიდა კვლევის მონაცემების ამსახველია, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ანანიძის შეფასებით, ოპოზიცია ან ვირტუალურ სამყაროშია, ან განზრახ ახორციელებენ ამგვარ ქმედებას, იქნებ, ვინმემ დაიჯეროს.
"აქ, ორიდან ერთი, რეალობაა: ან ვირტუალურ სამყაროში არიან, ან განზრახ ქმნიან - იქნებ, ვინმემ დაიჯეროს,"- წერს ცოტნე ანანიძე. ცნობისთვის, გვარამიამ გამოაქვეყნა კვლევის სლაიდი, რომელზედაც ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნების" ბოლო შიდა კვლევის შედეგს ასახავს, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია მმართველ პარტიას უგებს.