წლებია ის ჭირვეული ბავშვივით იქცევა - თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

სააკაშვილი

„სააკაშვილი დროა უბრალოდ გაიზარდოს და მიხვდეს, რომ ფეხების ბაკუნით სადაც გასდიოდა, იმ სივრცეში აღარ არის“, - ამის შესახებ ტაბულას რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დროა სააკაშვილი გაიზარდოს, მძიმე, უსამართლო რეალობას თვალებში შეხედოს, ძალა მოიკრიბოს და რაციონალიზმს მოუხმოს.

„სააკაშვილი დროა უბრალოდ გაიზარდოს და მიხვდეს, რომ ფეხების ბაკუნით სადაც გასდიოდა, იმ სივრცეში აღარ არის

დაფიქრდეს, მისი რამდენი თანაგუნდელი იჯდა და თუ ამბიცია აქვს, რომ მათი ლიდერია, როგორც ლიდერს შეეფერება ისე მოიქცეს.

წლებია ის ჭირვეული ბავშვივით იქცევა.

დროა გაიზარდოს, მძიმე, უსამართლო რეალობას თვალებში შეხედოს, ძალა მოიკრიბოს და რაციონალიზმს მოუხმოს, საკუთარი თავის გადასარჩენად - პირველ რიგში.

რადგან რეალობას არ იღებს, საკუთარ პარტიას არარეალისტურ ამოცანებს უსახავს, აქეთ-იქით ახეთქებს და ზომის და მედია რესურსის გამო, ეს გაუთავებელი ჰალუცინაციური თრიფი მთელ ოპოზიციას წამლავს, ასუსტებს, ბიძინა ძლიერდება და სააკაშვილი ციხეში რჩება“, - წერს ჩერგოლეიშვილი.