ვნების შვიდეული დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ
1775413908
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემთხვევაში, "სამხრეთ ოსეთი" ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონთან უნდა გაერთიანდეს, ამის შესახებ მან რუსულ სახელისუფლებო არხთან განაცხადა.
"ალანია უკვე გვაქვს, ჩრდილოეთ ოსეთიც ალანიაა და სამხრეთ ოსეთიც. როდესაც რუსეთის შემადგენლობაში ვიქნებით, არის პროცედურები, რომელიც სუბიექტების გაერთიანებასთან არის დაკავშირებით. ამჟამად სამხრეთ ოსეთი, შესაძლოა, რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს, როგორც რუსეთის სუბიექტი. ვფიქრობ, ოსეთის გაერთიანება აუცილებელია", - თქვა ბიბილოვმა.
30 მარტს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება "რესპუბლიკის" სტრატეგიული მიზანია. აღნიშნულ საკითხზე ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ.