ბრიტანეთი მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს

britaneti

ბრიტანეთი მზადყოფნას გამოთქვამს, იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გაეროში ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ბარბარა ვუდვორდმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, „ითამაშოს თავის როლი“ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში.

ბრიტანელი დიპლომატის თქმით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა კიევს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას უწევს.

„ჩვენ გვინდა, რომ ყველანაირად დავეხმაროთ ომის დასრულებას, რუსული ჯარების გაყვანის უზრუნველყოფას. ჩვენ სიამოვნებით ვითამაშებთ ამაში როლს, თუ უკრაინის მთავრობა ამას გვთხოვს “, – თქვა ბარბარა ვუდვორდმა.