ცხელი შემოდგომა არ შედგა, ახლა ცდილობენ გააცხელონ ზამთარი, არც ეს გამოუვათ - მამუკა მდინარაძე

მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ რადიკალურ ოპოზიციის დაანონსებული ცხელი შემოდგომა არ შედგა და ახლა ცდილობენ, გააცხელონ ზამთარი, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ "რუსთავი2-ზე" გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში  განაცხადა.

მდინარაძის თქმით, 3 დეკემბერს დაგეგმილი აქციის ერთადერთი და მთავარი მოტივია, გამოიკვეთოს თუ ვინ უფრო რადიკალური იქნება პარტიაში.

"ამ აქციიდან ველოდებით თავის გამოჩენას ერთი ფლანგის მიერ - მეტი არაფერი არ არის ამ აქციის მიზანი. ხატიამ ძალიან კარგად იცის, რომ ვინ უფრო რადიკალურია და ამ ნიშნით ვინ უფრო მეტად მოაწონებს თავს თავის ამომრჩეველს აი, ამაზე  იქნება ბრძოლა. ამიტომ, შეიძლება სცადონ სიგიჟეების გაკეთება.

ფუნქცია ამ აქციას არ აქვს, გათვლილია მხოლოდ ნაცმოძრაობის იმ ამომრჩეველზე, რომელიც ითხოვს მათი მხრიდან უფრო მეტ  რადიკალიზმს. გარედან ის ე.წ. ტროიკა ხომ ჰყავთ მიშაში შემცილებლები - შიგნით ერთმანეთს ეცილებიან ვინ უფრო მეტ რადიკალურია და ამისი გამოჩენის მიზანი აქვთ აქციას. აგერ ზამთარი დგება, ცხელი შემოდგომა არ შედგა ახლა ცდილობენ, რომ გააცხელონ ზამთარი და დარწმუნებულები ვართ, რომ არც ეს გამოუვათ - თვითონაც დარწმუნებულები არიან, მაგრამ მაინც აკეთებენ," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.