წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვარლამ წიკლაური მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ვარლამ წიკლაური

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვარლამ წიკლაური მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

ამჯერად, კანდიდატი სახელმწიფო რწმუნებულთან სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილთან, პარტია "ქართული ოცნებისა" და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფლების - ღრელის, მინაძისა და ჭაჭარაქის მცხოვრებლებს შეხვდა.

ვარლამ წიკლაური სოფლებში არსებულ საჭიროებს გაეცნო, ადგილობრივებთან ერთად განიხილა დაგეგმილი, მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა მინაძის ადმინისტრაციულ ერთეულში, აშენდა ორი ახალი საჯარო სკოლის შენობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საავტომობილო გზებს, მოეწყო მინი მოედნები და სკვერები.

მერობის კანდიდატის განცხადებით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, როგორც ქალაქ ახალციხეში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში ბევრი საინტერესო პროგრამისა და ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს. მისივე თქმით, მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა და მათი ხელშეწყობა იქნება. ასევე, გაგრძელდება ახალი რეკრეაციული ზონების მოწყობა, სარწყავი და სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგება, საავტომობილო გზების რეაბილიტაცია და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.