1728846029
წერტილი დაესვა აქაური პოლიტშარლატანების სპეკულირებას ახალგაზრდის სიკვდილით - ედიშერ გვენეტაძე
„მგონი აქაური ე.წ. ღალატისა და ომის პარტია , მისი სატელიტები და აპოლიგეტებიც უაპელაციოდ აღიარებენ, რომ სტრასბურგის შემდეგ არანაირი სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება არ არსებობს და რომ სტრასბურგი თემიდათა შორის უზენაესი თემიდაა!“, - წერს Facebook-ზე ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ წერტილი დაესვა აქაური პოლიტშარლატანების სპეკულირებას ახალგაზრდის სიკვდილით.
„მგონი აქაური ე.წ. ღალატისა და ომის პარტია , მისი სატელიტები და აპოლიგეტებიც უაპელაციოდ აღიარებენ, რომ სტრასბურგის შემდეგ არანაირი სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება არ არსებობს და რომ სტრასბურგი თემიდათა შორის უზენაესი თემიდაა!
ამიტომაც წაიკითხეთ და ნახეთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საბოლოო ვერდიქტით დაასკვნა: არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისროსო!
ასე რომ აქაური პოლიტშარლატანების სპეკულირებას ახალგაზრდის სიკვდილით, წერტილი დაესვა!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე.