პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის დაზვერვის განცხადება ისეთივე სანდოა, როგორც პირველი განცხადება, სად არის მტკიცებულებები? არ არის, სავარაუდოდ ამ ფაქტთან დაკავშირებითაც არანაირი ე.წ. მტკიცებულებები არ იქნება მოწოდებული საქართველოს ხელისუფლებისთვის, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული - განაცხადა უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადების კომენტირებისას. მისი თქმით, ეს განცხადება წინა განცხადებებისგან იმით განსხვავდება, რომ ახლა შეთქმულების გეოგრაფია გაფართოვდა, საქართველოსთან ერთად სომხეთი და აზერბაიჯანიც არის ჩართული.
„რთულია ასეთ გაუგონარ ბრალდებებს მიეჩვიოს ადამიანი, არც ვაპირებთ. ამაზე ჩვენი მხრიდან იქნება პასუხი იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში ყოველდღიურად საშინელი ტრაგედია ტრიალებს. ეს გაუგებრობა ადრე თუ გვიან ამოიწურება და ამგვარ უსაფუძვლო ბრალდებებს თავს დაანებებს შესაბამისი სამსახური. არ ვიცი, სად იწერება რომელ კაბინეტებში და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი უკრაინელი მეგობრები გამოფხიზლდებიან და მტრის ძებნას ცოტა სხვაგან დაიწყებენ, იქვე თავის ტერიტორიაზე და მომიჯნავე ქვეყანაში - რუსეთის ფედერაციაში.“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, როცა გაქვს ინფორმაცია, უნდა დაუკავშირდე შენს მეგობრებს თბილისში და ამცნო ამის შესახებ, რაზეც ჩვენს შესაბამის სამსახურებს ექნება ელვისებური რეაგირება და შედეგების შესახებ ეცნობება უკრაინის შესაბამის სამსახურებს. ეს არ ხდება, ხდება მედიის საშუალებით, ბრიფინგებზე, სოციალური ქსელების საშუალებით
„ჩვენ ვთქვით, როცა პირველი ბრალდება გახმოვანდა, რომ არსებობს შესაბამისი არხები, მათ შორის სპეცსამსახურებს შორის, რომელიც მათ შორის ჩვენი პარტნიორების მიერ არის დალაგებული და გამართული. ეს არხები უნდა იყოს გამოყენებული, როცა შენ გაქვს ინფორმაცია, უნდა დაუკავშირდე შენს მეგობრებს თბილისში და ამცნო ამის შესახებ, რაზეც ჩვენს შესაბამის სამსახურებს ექნება ელვისებური რეაგირება და შედეგების შესახებ ეცნობება უკრაინის შესაბამის სამსახურებს. ეს არ ხდება, ხდება მედიის საშუალებით, ბრიფინგებზე, სოციალური ქსელების საშუალებით. ვფიქრობ, ეს ძალიან აწყობს ჩვენს საერთო მტერს - რუსეთის ფედერაციას, ურთიერთობის დაძაბვა, გართულება ორ მეგობარ ქვეყანას შორის, ჩვენი დაქსაქსვა, დანაწილება. დაყავი და იბატონე ეს რუსების პრინციპია, რომელსაც ისინი ქადაგებენ საუკუნეებია, განსაკუთრებით კავკასიაში. ეს არავის გამოადგება, პირველ რიგში ომის ქარცეცხლში გახვეულ უკრაინას, რომელსაც ჩვენ 520 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავუგზავნეთ, რომლის თითქმის 40 ათასი ლტოლვილი მივიღეთ, ბავშვებისთვის სკოლები გავხსენით და საბავშვო ბაღებში მივიყვანეთ, მშობლები დავასაქმეთ, ჭერი მივეცით ჩვენ არაფერი დაგვიშავებია და დასამტკიცებელი არაფერი არ გვჭირს. ძალიან არასერიოზულია ეს ყველაფერი და რაც უფრო გახშირდება ამგვარი გაუგონარი ბრალდებები, მით უფრო ნაკლები ყურადღება მიექცევა. რა აზრი აქვს რამის მტკიცებას. თქვენ რომ ახლა მე დამაბრალოთ, რომ ისეთი რამ ჩავიდინე, რაც ბუნებაში არ არსებობს, მე უნდა ვამტკიცო ჩემი სიმართლე თუ თქვენ უნდა დამიმტკიცოთ ჩემი მტყუანობა? რა თქმა უნდა თქვენ უნდა დამიმტკიცოთ. რა უნდა ქნას საქართველომ? თუ ეს საკმარისი არ არის, თქვან რა უნდათ, მაინცდამაინც სააკაშვილი უნდათ ხელისუფლების სათავეში? სავარაუდოდ ეს უნდათ. არ გამოვა ეს ამბავი, იმიტომ რომ ადამიანი იხდის სასჯელს“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.