ტრამპი: აშშ-ს სურს შეიძინოს ბუნებრივი რესურსები არა მხოლოდ უკრაინისგან, არამედ რუსეთისგანაც

დონალდ ტრამპi

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს სურს შეიძინოს ბუნებრივი რესურსები არა მხოლოდ უკრაინისგან, არამედ რუსეთისგანაც.

„მინდა შევიძინო წიაღისეული რუსეთიდანაც, თუ შევძლებთ ამას. მათ ასევე აქვთ ძალიან კარგი იშვიათი ლითონები. ორივე [ქვეყანა] აწარმოებს, მე ვიტყოდი, ნავთობსაც და გაზსაც. ეს მშვენიერია, ეს შესანიშნავია რუსეთისთვის, რადგან ჩვენ შეგვიძლია გავაფორმოთ გარიგებები. მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.