Stray Kids-მა ახალი ალბომი გამოუშვეს და Billboard-ის რეკორდი გააუმჯობესეს

Stray Kids

კეი-პოპ ჯგუფის Stray Kids ახალმა მინი-ალბომმა Do It ჩარტში Billboard 200 პირველი ადგილი დაიკავა, რითაც ჯგუფმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა - ეს მათი მერვე ალბომია, რომელიც ჩარტში პირველ ადგილს იკავებს.

ამასთან, Do IT-მა პირველი ადგილი „წაართვა“ ტეილორ სვიფტის ბოლო ნამუშევარს The Life of a Showgirl, რომელიც ჩარტში პირველ ადგილს რამდენიმე კვირის განმავლობაში იკავებდა.

სექტემბერში, ალბომ KARMA-ს გამოშვების შემდეგ, Stray Kids-ი პირველი ჯგუფი გახდა ჩარტის ისტორიაში, რომელთა შვიდივე ალბომმა პირველი ადგილი დაიკავა. ამით მათ კეი-პოპ ჯგუფის BTS-ის შედეგი გააუმჯობესა, რომელთა ალბომებიც ჩარტის სათავეში ზედიზედ 6-ჯერ მოხვდა.