სტივ უიტკოფი დღეს მოსკოვში ჩავა

სტივ უიტკოფი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი დღეს მოსკოვში ჩავა, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

როგორც მედია იუწყება, უიტკოფთან ერთად რუსეთში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერიც ჩავა.

მოსალოდნელია, რომ აშშ-ის წარმომადგენლები რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან.

შეგახსენებთ, გუშინ ფლორიდაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეხვედრა პროდუქტიული და სასარგებლო იყო, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.