„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებსა და პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის მნიშვნელობას აფასებს.
„იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის შესაბამისი კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილდება, რის იმედიც გვაქვს, ვინაიდან გვაქვს ძალიან მყარი სამართლებრივი და ფაქტობრივი არგუმენტები, რა თქმა უნდა, გამოიწვევს იმას, რომ გაჯანსაღდება ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, გაიწმინდება აგენტურული ძალებისაგან და ასპარეზი მიეცემათ იმ ძალებს, პოლიტიკოსებს, ახალგაზრდებს, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლითაც კონსტიტუციის დამრღვევ პარტიასთან კავშირში მყოფი ადამიანები ვეღარ იყრიან კენჭს არჩევნებში, ვერ მიიღებენ პოლიტიკურ თანამდებობასა და აეკრძალებათ პოლიტიკური პარტიის შექმნა.